გყავს გამოცდილება გაყიდვებში და კომუნიკაცია გიწევს საერთაშორისო კლიენტებთან?Reside Development, ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი დეველოპერული კომპანია, ეძებს საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული უცხოურ ბაზრებზე მუშაობაში, უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას საერთაშორისო მომხმარებლებთან და წარუდგენს კომპანიას როგორც სანდო პარტნიორს.კომპანია: Reside Developmentმდებარეობა: ბათუმიძირითადი მოვალეობები:- საერთაშორისო გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
- უცხოური ლიდების დამუშავება, მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა
- საერთაშორისო სააგენტოებთან, ბროკერებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება და მართვა
- გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და შეთავაზებების მომზადება უცხოური მომხმარებლებისთვის
- გაყიდვების პროცესის მართვა – მოთხოვნის მიღებიდან კონტრაქტის გაფორმებამდე
- საერთაშორისო გაყიდვების ანგარიშგება და ანალიზი
- საერთაშორისო გამოფენებში/ღონისძიებებში მონაწილეობა და კომპანიის წარმომადგენლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უძრავი ქონება ან მაღალი ღირებულების პროდუქტები/მომსახურება)
- საერთაშორისო გაყიდვებში ან უცხოელ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება — უპირატესობა
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი და მაღალი სერვისის სტანდარტი
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საჭირო ენობრივი უნარები:- ინგლისური ენა – აუცილებელია მაღალ დონეზე (B2+/C1)
- რუსული ენა – აუცილებელია საშუალო ან მაღალ დონეზე
- სხვა უცხოური ენის ფლობა (არაბული, ებრაული, გერმანული და სხვ.) ჩაითვლება უპირატესობად
ანაზღაურება და ბენეფიტები:- ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი;
- ბონუსური სისტემა: ყოველი წარმატებული გარიგებიდან;
- პროფესიული განვითარებისა და უცხოურ ბაზრებზე მუშაობის შესაძლებლობა;
- საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობის პერსპექტივა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info.residedevelopment@gmail.com