შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი
1xP PRIORITY თელასი
თარიღები: 10 ივლ - 23 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული
მართვის მოწმობა: B
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ენერგეტიკა:  ენერგეტიკა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@telasi.ge
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • ელ.უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
  • პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ფლობა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა:- MS Office;
  • სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობა.
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები
  • საწარმოში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე მუდმივი კონტროლი.
  • ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
  • ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
  • ობიექტებისა და ელექტრო მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, შრომის, სამრეწველო, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოვლენა.
  • გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე მონიტორინგი და კონტროლი.
  • საზოგადოების ელექტროქსელში მომუშავე ბრიგადების შემოწმება.
  • სამუშაო პროცესში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, ამწე მექანიზმების, დამცავი საშუალებების, სამუშაო იარაღებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენებაზე კონტროლი.
  • წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევაში მონაწილეობა.
  • მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.