დემი შეფ დე პარტი
2xP PRIORITY Brim Tbilisi
თარიღები: 11 ივლ - 09 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1400 +ბონუსი
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შეფ-მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@brimtbilisi.com
ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო Brim Tbilisi აცხადებს ვაკანსიას დემი შეფ დე პარტი / Demi Chef de Partie - ს პოზიციაზე.
"Brim Tbilisi" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები: 
  • შეფ მზარეულის დავალებების შესრულება; 
  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • სამზარეულოს დანადგარებისა აღჭურვილობის მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი სტანდარტების მქონე, სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

ანაზღაურება ხელზე ასაღები: 1400 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის ქ.N12/14. (ავლაბარი)

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@brimtbilisi.com

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ( დემი შეფ დე პარტი / Demi Chef de Partie ), "Brim Tbilisi" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!