უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი
თარიღები: 11 ივლ - 09 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 1300
ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@asg.ge
ვინ ვართ ჩვენ ? "All Service Group" არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დამაფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.

გაიგე უფრო მეტი ჩვენს შესახებ: https://www.asg.ge

ამ ეტაპზე "All Service Group" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი / Junior IT Support Specialist პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 116, სავაჭრო ცენტრი დიდუბე პლაზა (მე 3 სართული, ოფისი 354),
სამუშაო გრაფიკი: საათები 11:00-19:00, დღეები შეთანხმების შესაბამისად, არაუმეტეს 40 საათისა.
სამუშაოს ტიპი : სრული განაკვეთი
დასაქმება მოიცავს 3 თვიან ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს 1000 ლარი NET, წარმატებით დასრულების შემდეგ 1100-1300 ლარი NET კვალიფიკაციის შესაბამისად მზარდი.

ჩვენთან შეძლებთ
  • ჩაერთოთ აქტიურ ბიზნეს პროცესებში;
  • განივითაროთ პროექტის შეფასების, დაგეგმვის, მართვისა და მონიტორინგის უნარები;
  • ჩაერთოთ კომპანიის წამოწყებულ ახალ პროექტებში;
  • მიიღოთ პროფესიული გამოცდილება თქვენთვის საინტერესო მიმართულებით;
  • ისარგებლოთ კორპორატიული დაზღვევით;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ავტომობილით სარგებლობას;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის აბონენტების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია;
  • ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა ან შესაბამის დეპარტამენთან გადამისამართება და კურირება;;
  • ჯგუფში არსებული პროგრამების და აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
  • ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, სერვის-პროვაიდერთან თანამშრომლობა;
  • ინსტალაციისთვის საჭირო აპარატურის/კამერების კონფიგურაცია და გამზადება ტექნიკური ჯგუფისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლება;
  • Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა (პრინტერი, სკანერი, IP ტელეფონები, CCTV კამერები კონფიგურაცია);
  • სტანდარტული ქსელური მოწყობილობების (wireless router, switch) კონფიგურაციის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამებისა და აპარატურული მოწყობილობების ინსტალაცია-გამოცვლა-შეკეთების გამოცდილება;

საჭირო მოთხოვნები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე hr@asg.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’ Junior IT Support Specialist ’’.

გისურვებთ წარმატებას!