შპს “ტრიტონ” – ახალგაზრდა და დინამიური კომპანია, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ჰიპერმარკეტ "დომინო"-ში (ისთ ფოინთი).
ჩვენ ვართ ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. ვთანამშრომლობთ წამყვან ჰიპერმარკეტებთან და ვამარაგებთ ბაზარს ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციით (Fiskars, Gerber Gear, Morakniv , VARTA, Kershaw და სხვ.).
რა გელოდებათ:
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
- ტრენინგები უცხოელ პარტნიორებთან.
- გამოცდილება წამყვან ბრენდებთან.
- სწავლებისა და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა.
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
სამუშაოს აღწერა:
- თქვენ იქნებით ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი ბაღის ინსტრუმენტების სექციაში დომინოს ისთ ფოინთის ფილიალში, გაუწევთ მომხმარებელს კონსულტაცას ჩვენი პროდუქციის შესახებ და დაეხმარებით პროდუქტის შერჩევაში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
- გაყიდვების გაზრდა და ბრენდების აქტიური პოპულარიზაცია.
- სტენდის მოწესრიგებულად შენარჩუნება.
- პროდუქციის მიღებაში და დალაგებაში მონაწილეობა (მერჩენდაიზინგი)
ვის ვეძებთ:- კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატს
- სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სამუშაო ადგილი:
ისთ ფოინთი, ჰიპერმარკეტი დომინო (ქ.თბილისი, თვალჭრელიძე 2)
გრაფიკი:
11:30 – 19:00 (1 საათი შესვენება)
5 დღე კვირაში (2 დღე დასვენება შეთანხმებით)
ანაზღაურება:
600 ლარი (ფიქსირებული) + გაყიდვების მზარდი პროცენტი
თვიური საშუალო ხელფასი მერყეობს 1000-1500 ლარამდე დამოკიდებულია თქვენს მონდომებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ მისამართზე: ana@triton.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 17 42 40 გისურვებთ წარმატებებს!