უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას: მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებელი ერთერთი მიმართულებით:
ფსიქოლოგიის საფუძვლები
ანატომიის საფუძვლები
გარემოს დაცვის საფუძვლები
ინგლისური ენა
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N14
დასაქმების ფორმა: მოწვეული მასწავლებელი
დაწესებულების შესახებ:
- კოლეჯი „შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ძალისხმევა მიმართულია უზრუნველყოს შრომის ბაზარზე შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სპეციალისტების დეფიციტის დაძლევა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება კვალიფიციური კადრებით. სწავლების პროცესი წარმართოს განსაკუთრებული აქცენტით შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმების დაკმაყოფილებაზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას, გაძლიერებასა და განმტკიცებას.
- კოლეჯი „შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი“ წარმოადგენს რეიტინგულ და ღია საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც ანხორციელებს თანამედროვე შრომის ბაზრისთვის აქტუალურ შრომის უსაფრთხოების მიმართულების საგანმანათლებლო გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, რომელბიც უსაფრთხოების კულტურაზე აქცენტირებით ქმნის კვალიფიციურ ადამიანურ რესურსს, რითაც წვლილი შეაქვს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში.
სამუშაოს აღწერა:
- მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებელი არის შესაბამისი დარგის მოქმედი პრაქტიკოსი, რომელიც პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს სპეციალობის მიმართულებით. ის პასუხისმგებელია მსმენელთათვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გადაცემაზე, პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენციის დადასტურებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შესაბამისი სასწავლო პროცესის წარმართვა.
- პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენციის დადასტურება დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმით.
- სურვილის შემთხვევაში, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა.
- სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ღონისძიებებში მონაწილეობა (თუ პირველად იწყებს სწავლებას მოცემულ დაწესებულებაში).
პორტფოლიოს მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
- სავალდებულოა: პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დროისთვის შესაბამის დარგში მოქმედი პრაქტიკოსის სტატუსი
- სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მოდულით გათვალისწინებული თემატიკის სწავლების გამოცდილება, ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმიმუმ 1 წელი.
- დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ციფრული სწავლების უნარები, კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა-პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი ტრენინგები ან სერტიფიკატები პედაგოგიური მიმართულებით, კომუნიკაციის მაღალი დონე და ა.შ.).
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
- სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ღონისძიებებს.
განაცხადის შეტანა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
რეზიუმე (CV)
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი)
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.