ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.ჩვენი მიზანია:შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ საწყობის მენეჯერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.ძირითადი მოვალეობები:- მართვაში მყოფი კომპანიების საწყობებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- კომპანიების საწყობების, ინვენტარისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარება განსაზღვრული პერიოდულობით;
- ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისებისა და ზედმეტობების მიზეზის მოკვლევა;
- კონტროლების დაწესება და აღსრულების უზრუნველყოფა მარაგების, ინვენტარისა და ძირითადი საშუალებების პროცესებთან შესაბამისობაში;
- ძირითად საწყობში პროდუქციის მიღება, განთავსების და გაშვების სრული პროცესის მართვა;
- ძირითად საწყობში შემოსული პროდუქციის აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება;
- ძირითადი საწყობის აღრიცხვა და საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარმოება; დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
- მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
- დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
- აღჭურვილობისა და ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- აღნიშნულ პოზიციაზე ან დაახლოებულ სფეროში სამუშაო გამოცდილება აუცილებელია;
- სასტუმროში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებბულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „საწყობის მენეჯერი.“დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.გისურვებთ წარმატებას!