ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - POS ტერმინალების ტექნიკოსი"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის - "Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში წამყვან ბანკებთან და სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and Moreპოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- POS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია;
- მოწყობილობის პროგრამული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა: ტექნიკური თუ სისტემური პრობლემის დიაგნოსტიკა, სისტემის გადატვირთვა, საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება;
- კლიენტების კონსულტაცია POS-სისტემების ფუნქციონალისა და გამოყენების შესახებ;
- საბანკო ტექნოლოგიური სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:- B კატეგორიის მართვის მოწმობა, (უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს);
- სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
- საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
- სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
- საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1400-2000₾;
- საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას;
- საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
- პარკირების გადასახადის უზრუნველყოფა;
- სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
- ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tDPkJokd
გისურვებთ წარმატებას!