სტაჟიორი - სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 11 ივლ - 27 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 400
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
"არქი"-ში ვეძებთ  სტაჟიორს - სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში,   რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობის მიღება; 
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა; 
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლის პროცესში მონაწილეობა; 
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირებაში მონაწილეობა; 
  • სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრაში ჩართულობა; 
  • მშენებლობის პროცესში,  სხვადასხვა საკითხების შეთანხმება  მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან; 
  • სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
 
ჩვენ კი გთავაზობთ:  
  • საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; 
  • პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას; 
  • პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს. 
 
სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 25-30 სთ) 
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით; 
ანაზღაურება: 400 ნეტ ლარი 
  
თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის  27 ივლისის ჩათვლით: 
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.