Eco House Merisi აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას მაღალმთიან აჭარაში (50 კმ ბათუმიდან).
ხელფასი: 3000-ლარისან 8000 ლარამდე ( განაკვეთი+ბონუსი+%)
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ტურიზმის სფერო, გაყიდვები და გთავაზობთ კომფორტულ დისტანციურ სამუშაო ფორმატს.
სამუშაოს აღწერა:
გაყიდვების მენეჯერი პასუხს აგებს სასტუმროს გაყიდვების ზრდაზე სხვადასხვა ონლაინ არხების, ტურისტული სააგენტოებისა და პარტნიორების მეშვეობით. ის აქტიურად იმუშავებს ჩვენი ობიექტის პოპულარიზაციაზე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
სამუშაო ფორმატი:
- დისტანციური (მუშაობა სახლიდან)
- ადგილზე ყოფნა საჭიროა კვირაში 1 დღე (გაცნობითი და საკოორდინაციო ვიზიტისთვის)
ძირითადი მოვალეობები:
- მუშაობა OTA პლატფორმებთან (Booking, Airbnb, Expedia და სხვა)
- ფასებისა და აქციების მართვა
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება
- ახალი კლიენტებისა და სააგენტოების მოძიება
- კომუნიკაცია ტურისტებთან და პარტნიორებთან
- ბაზრის ანალიზი და შემოსავლის ზრდაზე ორიენტირება
მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასტუმრო სფეროში)
- კომუნიკაციის უნარი ტურისტებთან და ტურისტულ სააგენტოებთან
- საოფისე პროგრამებისა და OTA სისტემების ცოდნა
- ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური — სავალდებულოა
- ორგანიზებულობა, ინიციატივა და პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:
ecohousemerisi@gmail.comშემოუერთდით მეგობრულ, ინოვაციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს!