გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY Interno
თარიღები: 14 ივლ - 25 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@interno.ge
სარემონტო მასალების შოურუმი Interno აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 11:00-19:00 (2 ცვლა: 15 სამუშაო დღე თვეში);
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლისთვის პროდუქტის შერჩევა და მის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, მონიტორინგი, ადმინისტრირება;
  • რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ენების ცოდნა: ქართული, რუსული ან ინგლისური;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS word, Excel, Powerpoint.

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული, პუნქტუალური, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • მზარდ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულს ასევე დამატებით ბონუსების სისტემის მიხედვით;
  • სასიამოვნო, მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@interno.ge
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმის მიღების ბოლო ვადა: 25.07.2025

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!