Novex აცხადებს ვაკანსიას მუსიკალური კონტენტის ავტორის პოზიციაზე
გიყვარს მუსიკა და გინდა რომ იყო ტექნოლოგიურად განვითარებული გუნდის ნაწილი?
გაინტერესებს, როგორ იქმნება სიმღერები AI-ის დახმარებით?
ჩვენ ვეძებთ მუსიკალური კონტენტის ავტორს, რომელიც იმუშავებს AI ინსტრუმენტებთან (მაგ. Suno.ai, Udio) ახალი სიმღერების დასაგენერირებლად.
მოთხოვნები:
- სავალდებულო არ არის ტრადიციული საუნდ ინჟინერიის ან DAW-ებთან მუშაობის გამოცდილება
- ძირითადად ფასდება შემოქმედებითი ხედვა, ტექსტზე მუშაობის უნარი და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება.
სასურველია შემდეგი უნარები:
- ქართული ენის გამართული წერა
- ინგლისურის საბაზისო ცოდნა – უპირატესობად ჩაითვლება
- გამოცდილება ან დაინტერესება Suno.ai-ის, Udio-ს ან მსგავს AI პლატფორმებთან
- სიმღერის ტექსტებთან მუშაობის ან შექმნის სურვილი
- საბაზისო მუსიკალური განათლება ან ელემენტარული მუსიკალური თეორიის ცოდნა – დიდ უპირატესობად ჩაითვლება
- YouTube-ის ან მსგავსი პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა – უპირატესობად ჩაითვლება, მაგრამ აუცილებელი არ არის
პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა და ინიციატივა
- პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტაცია და ხარისხზე ზრუნვა
- კომუნიკაციის უნარი და გუნდურობა
რას მიიღებთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას აშშ დოლარში
- დისტანციური სამუშაოს სრული მოქნილობა
- შეთანხმებული შვებულება
- რეალური გამოცდილება AI-ტექნოლოგიებთან მუშაობაში
- განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა თანამედროვე მუსიკალურ სფეროში
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკით (დისტანციურად)
ხელფასი:
- დამოკიდებულია გამოცდილებაზე და შეთანხმებაზე
- გადახდა – თვეში ორჯერ, აშშ დოლარში
- შესაძლებელია ზრდის პერსპექტივა საცდელი ვადის შემდეგ
ვაკანსიაზე გამოხმაურებისას გთხოვთ მოგვაწოდოთ:
- მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე
- ბმული თქვენს ნამუშევრებზე ან ტექსტებზე (თუ გაქვთ)
- ნებისმიერი გამოცდილება მუსიკალურ ან AI სფეროში
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV / რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: media@novex.media