აღმასრულებელი დირექტორი
თარიღები: 14 ივლ - 12 აგვ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
TOP მენეჯმენტი:  აღმასრულებელი დირექტორი(CEO)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: samegrelodmo@gmail.com
ა(ა)იპ - ,,სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ -  სამეგრელოს DMO 
პოზიცია:  აღმასრულებელი დირექტორი  
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი  
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი

ძირითადი ფუნქია-მოვალეობები:
  • შეასრულოს წამყვანი როლი სამეგრელოს ტურისტული ბრენდის იდენტობის გადმოცემისა და გამოხატვის კუთხით. 
  • ზედამხედველობა გაუწიოს აქტივობებს - მარკეტინგის, რეკლამის, კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით და გააუმჯობესოს სამეგრელოს რეგიონის პოზიცია ტურისტულ ბაზარზე და ფართო საზოგადოების წინაშე.  
  • სამეგრელოს DMO-სთვის ზოგადი მიმართულების, ჩარჩოს, დაფინანსებისა და ბიუჯეტირების უზრუნველყოფა. 
  • ზედამხედველობა გაუწიოს DMO-ს პერსონალს და იზრუნოს იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომლებიც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.   
  • შეასრულოს სამეგრელოს DMO-ს ოფიციალური სპიკერის როლი მედიასთან, სამთავრობო უწყებებთან და ტურიზმში ჩართულ ორგანიზაციებთან. 
  • შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს სამეგრელოს ტურიზმის სექტორსა და ბაზართან დაკავშირებული მონაცემები და მოახდინოს მოკვლევის ინტეგრირება სტრატეგიულ გეგმებთან. 
  • შექმნას ახალი შესაძლებლობები სამეგრელოში ტურიზმის სექტორის ზრდისთვის. 
  • ჩამოაყალიბოს მიზნები, ამოცანები და შეფასების სისტემები და წარუდგინოს ისინი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს.
  • ჩამოაყალიბოს და დანერგოს მოკლე და გრძელვადიანი ორგანიზაციული მიზნები და ამოცანები სამეგრელოს რეგიონალური DMO-სთვის.
  • შეიმუშავოს და წარუდგინოს წლიური ბიუჯეტი სამეგრელოს მეთვალყურეობის საბჭოს;  იზრუნოს ბიუჯეტის დამტკიცების უზრუნველყოფაზე. 
  • მოამზადოს და გააკონტროლოს ბიუჯეტი, შემოსავლის ახალი წყაროები, მიღწეული შედეგები და სხვა მონაცემები საჭიროების შესაბამისად.   
  • მოამზადოს წლიური აუდიტი სამეგრელოს მეთვალყურეობის საბჭოსთვის. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • ბაკალავრის ხარისხი ტურიზმის მენეჯმენტში, მარკეტინგში, ეკონომიკურ განვითარებაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში და მინიმუმ სამი (3) წლის (სასურველია) სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სექტორში ან რომელიმე მონათესავე სფეროში. 
  • უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც ფლობენ ცოდნას მოგზაურობის, ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის შესახებ.  
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით Microsoft Office-ს პროგრამების ცოდნა.
  • სავალდებულოა, შეეძლოს დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან, მთავრობის წამყვან პირებთან, თემის ლიდერებთან და სექტორის პარტნიორებთან თანამშრომლობა. 
  • უპირატესობად ჩაითვლება, თუ კანდიდატი ცხოვრობს სამეგრელოში. სხვა შემთხვევაში თანახმა უნდა იყოს, იცხოვროს რეგიონში სრულ განაკვეთზე.  

უნარები და კომპეტენციები 
  • ლიდერული უნარები და ხედვა. 
  • ორგანიზაციის მისიის განხორციელების მიზნით, სამთავრობო სააგენტოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის უნარი. 
  • ბიზნეს შესაძლებლობების აქტიური ძიება და გამოყენება.  
  • ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები; 
  • ადამიანების მიტივირების უნარი. 
  • რამდენიმე დაინტერესებულ მხარესთან კონსენსუსის მიღწევის უნარ-ჩვევები. 
  • საჯარო გამოსვლის, პრეზენტაციისა და ინტერაქციის უნარ-ჩვევები. 
  • ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები. 
  • დაეხმაროს კოლეგებს ინდივიდუალური სამუშაო სტანდარტების მიღწევაში.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ განაცხადი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
samegrelodmo@gmail.com