ტრეიდ მარკეტერი
2xP PRIORITY მარშე
თარიღები: 14 ივლ - 12 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ზოგადი მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@marshe.ge
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე  წარმოების  ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას. 

„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე: „ტრეიდ მარკეტერი“ 
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5). 
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით,  თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მარკეტინგსა და პროდუქტის გაყიდვების მიმართულებით, გსურს ჩაერთო პროდუქტების განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს! 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • გაყიდვების დინამიკის კონტროლი,ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება ტრეიდ მარკეტინგის აქტივობებში; 
  • მარკეტინგის და გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა; 
  • სავაჭრო ქსელებთან და მათ კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია; 
  • პროდუქციის რეალიზების წერტილებში მერჩენდაიზინგის ინიცირება და აღსრულების კონტროლი; 
  • პროდუქციის რეალიზების წერტილებში პრომო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი; 
  • ტრეიდ მარკეტინგის გუნდის (სუპერვაიზერი, მერჩენდაიზარების და პრომო-კონსულტანტები) მართვა;  
  • სხვადასხვა სახის გამოფენებზე და ღონისძიებებზე ბრენდის ინტეგრირება, გაყიდვების წერტილების კოორდინაცია და ტრეიდ  აქტივობების დაორგანიზება და კონტროლი; 
  • სხვადასხვა ტრეიდ აქტივობების განსახორციელებლად სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა; 
  • გაყიდვების ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით; 
  • ტრეიდ მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით; 
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები, მონაცემთა ინტერპეტაციისა და სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემის  შესაძლებლობით; 
  • კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები  ; 
  • ერთდროულად რამოდენიმე პროექტის მართვის უნარი; 
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული. 
 
ჩვენთან დაგხვდებათ: 
  • ძლიერ გუნდთან მუშაობისა და ბიზნესის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; 
  • საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის; 
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge  და  წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ტრეიდ მარკეტერი “.