სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე;სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.პასუხისმგებლობები:- პროგრამის მომხმარებლებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხების მეშვეობით;
- კომპანიის გარე მომხმარებლებთან კომუნიკაცია და აპლიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარების გაწევა;
- პროგრამული ხარვეზების (ბაგების) იდენტიფიცირება;
- პროგრამული ხარვეზების (ბაგების) გამოკვლევა, დეველოპერებისთვის/მომწოდებლებისთვის გადაცემა და შემდგომი მონიტორინგი;
- დანერგილი პროგრამული მოდულების ფუნქციონალის და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა/ათვისება;
- სერვის დესკიდან და ბიზნეს მხარდაჭერის ჯგუფებიდან შემოსული ყოველდღიური საკითხების შესრულება;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.geგთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 აგვისტო.ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/