სამზარეულოს დამლაგებელი
2xP PRIORITY TOURINVEST GROUP
თარიღები: 14 ივლ - 12 აგვ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დამლაგებლის პოზიციაზე საბაგიროგზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება სამზარეულოს დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ძირითადი მოვალეობები: 
  • სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად;
  • სანიტარულ ჰიგიენური-ნორმების ცოდნა და დაცვა;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი:  ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
სამუშაო განაკვეთი:  სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით 

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

კომპანიის  შესახებ

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!