შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.საქართველოში JBL-ის მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას JBL ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.ძირითადი მოვალეობები:- დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
- კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის განლაგება JBL -ის სტანდარტების შესაბამისად;
- გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
- ახალი მოდელების შესწავლა;
- სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება - სტუდენტი);
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ საბურთალოდასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00შერჩევის ფორმა: გასაუბრებაანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსიდაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: inga@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: " JBL-ის ამბასადორი