მომხმარებელთან ურთიერთობის დირექტორი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 15 ივლ - 30 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის დირექტორს (Chief Customer Officer)

დაქვემდებარებული თანამშროლების რაოდენობა: 50

დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები:
  • მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური;
  • საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერების ჯგუფი;
  • დასრულებული პროექტების ტექნიკური მომსახურების სამსახური;
  • ობიექტის სერვისის სამსახური.

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, თამარაშილის #13ი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება;
  • მიმართულების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება და უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, ლოიალურობის გაზრდა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნეს პროცესების დახვეწა და განვითარება;
  • დაქვემდებარებული მიმართულების მოგება-ზარალის მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის პრობლემური საკითხების განხილვა და პრობლემის აღმოფხვრის შესახებ ალტერნატიული გადაწყვეტების მომზადება;
  • საცხოვრებელი კომპლექსის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ მომსახურების პირობების შესრულების მართვა;
  • მობინადრეებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების მართვა;
  • პერიოდული ანგარიშგება აღმასრულებელ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
  • აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 30 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.