უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი
თარიღები: 15 ივლ - 13 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@swisscapital.ge
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება
  • არსებული სისტემების და პროცესების ანალიზი და  გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • სისტემური და ფუნქციური სპეციფიკაციების შედგენა
  • IT და ბიზნეს გუნდებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • ტესტირების პროცესში მონაწილეობა და ხარისხის უზრუნველყოფა
  • API დოკუმენტაციის მომზადება და ტექნიკური ინტეგრაციების მხარდაჭერა
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა
  • პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე ჩართულობა 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება IT სფეროში
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • უპირატესობად ჩაითვლება მუშაობის გამოცდილება (ERP/Odoo სისტემებთან) 
  • სასაურველია API ინტეგრაციების კონცეფციისა და დოკუმენტირების გამოცდილება
  • სასაურველია BPMN ან სხვა მოდელირების სტანდარტით მუშაობის გამოცდილება
  • სასაურველია SCRUM/Agile მეთოდოლოგიის გამოცდილება და JIRA- ს გამოყენება
  • უპირატესობად ჩაითვლება მონაცემთა ბაზებთან (MS SQL, PostgreSQL) მუშაობის საბაზისო გამოცდილება
  • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები
  • ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაციის მომზადებისთვის)
  • უპირატესობად ჩაითვლება ფინანსური ან საბანკო სექტორში გამოცდილება

სხვა მოთხოვნები:
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სისხარტე მუშაობაში;

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge 
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი".