ვაკანსია განკუთვნილია მხოლოდ იმ კანდიდატებისთვის, ვინც ფლობს მინიმუმ 3 წლიან გამოცდილებას IT პროდუქტების ან IT დისტრიბუციის გაყიდვებში.
სხვა პროფილის კანდიდატების სივები არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
- IT პროდუქტების გაყიდვების სრული ციკლის მართვა: კლიენტებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების დამუშავება.
- ახალი კლიენტების მოძიება (B2B სექტორში): ბაზრის კვლევა, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
- კლიენტთა ბაზის მართვა: გრძელვადიანი კომუნიკაციის შენარჩუნება.
- ბაზრის და კონკურენტების ანალიზი IT სფეროში.
- დოკუმენტაციის მომზადება და კონტრაქტების მართვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი რელევანტური გამოცდილება IT ან ტექნოლოგიური პროდუქტების B2B გაყიდვებში (დისტრიბუციაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- IT ბაზრის, ტერმინოლოგიისა და პროდუქტის ხაზების ცოდნა (hardware, networking, storage და სხვ.)
- გამართული კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
- მოლაპარაკების, დროის მართვის და ანალიტიკური უნარები
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
კონკურენტული ანაზღაურება: $1000 – $1100
პროფესიული ზრდისა და განათლების შესაძლებლობა
კომფორტული სამუშაო გარემო
ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი და კორპორატიული ნომერი
თუ გაქვთ ზემოთ აღწერილი გამოცდილება და გსურთ კარიერის განვითარება ტექნოლოგიების სფეროში — გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:
Salome.dvalishvili@alphadc.ge