ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
თარიღები: 15 ივლ - 13 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1700
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gastronome.ge
“გასტრონომ ჯგუფი” აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწარმო, სარეალიზაციო და კვების ობიექტებზე ელ მოწყობილობების და სამაცივრე ინვენტარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ობიექტებზე არსებული წყალგაყვანილობის და მასზე დაერთებული ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • გაგრილება/გათბობის სისტემების მომსახურეობა და შეკეთება
  • დამატებითი ელ სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
  • ფილიალებში დამატებითი ინვენტარის მონტაჟი აუცილებლობის შემთხვევაში.
  • ობიექტებზე სხვადასხვა სახის წვრილმანი ტექნიკური პრობლემის ან დაზიანების აღმოჩენა/აღმოფხვრა.
  • ტექნიკური პრობლემის წარმოშობის მიზეზის დადგენა და მისი პრევენცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • აუცილებელია სამზარეულო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

საწყისი ანაზღაურება: 1700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge .
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს გასტრონომ საქართველო ) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.