ვინ ვართ ჩვენ ? All Service Group არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დომოფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია. გაიგე უფრო მეტი ჩვენს შესახებ : www.asg.ge All Service Group აცხადებს ვაკანსიას “გაყიდვების მენეჯერი“ პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N53 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე შეთანხმების შესაბამისად, არაუმეტეს 40 საათისა. პირობები: - სტაჟირების პერიოდში ფიქსირებულ 700 ლარი (NET);
- სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ 1000 ლარი (NET);
- ჯგუფის წევრების საშუალო ანაზღაურება 1500-3000 ლარი;
- ყოველთვიური საკომისიო, ყოველთვიური საბონუსე სისტემა, კვარტალური ბონუსები;
- შეხვედრებისთვის კომპანიის ავტომობოლით უზრუნველყოფა;
- კორპორატიული ნომრით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის გაკეთება/წარდგენა;
- მომხმარებლებთან კონტრაქტების გაფორმება/მოწესრიგება;
- ყოველთვიური/კვარტალური გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამებთან (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მარტივი კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
საჭირო მოთხოვნები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე hr@asg.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’გაყიდვების მენეჯერი-ბათუმი’’. გისურვებთ წარმატებას