ფილიალის მენეჯერი
თარიღები: 15 ივლ - 13 აგვ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელში „კონტაქტ ჰოუმი“ ვეძებთ რუსთავის ახალი ფილიალისთვის ფილიალის მენეჯერს

,,კონტაქტ ჰოუმი’’ არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: რუსთავი

ფილიალის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:
  • მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა;
  • მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ;
  • მაღაზიაში საქონლის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობა და ეფექტური განთავსების კონტროლი;
  • სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება და მეილის საშუალებით ქსელის მმართველთან დაფიქსირება
  • საქონლის მარაგების ნაშთების კონტროლი დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს, რომელსაც აქვს:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • სარესტორნო/ტექნიკის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, დაგეგმვისა და სტრატეგიული ხედვის უნარი;
  • გუნდის ეფექტური მართვის უნარი

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს : დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; ( ინდივიდუალური და საოჯახო)
  • Fitpass;
  • წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
  • კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 აგვისტო

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.