კონსულტანტი
2xP PRIORITY epicalorie.shop
თარიღები: 16 ივლ - 14 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@epicalorie.shop
epicalorie.shop - საქართველოში წარმოადგენს ბიო და ორგანული პროდუქტების სხვადასხვა ხაზს და მომხმარებელს სთავაზობს 500-მდე სახეობის ევროპის კავშირში წარმოებულ ბიო და ორგანული პროდუქტებს. მაღაზია მდებარეობს ვერაზე, გიორგი ახვლედიანის 5 ნომერში. (რუსთაველის მეტროსთან, ყოფილი პეროვსკაია).

ვებ-გვერდი: https://epicalorie.shop
Facebook: https://www.facebook.com/epicalorie.shop
Instagram: https://www.instagram.com/epicalorie.shop/
ეპიკალორ-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
  • გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:
  • არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილების ქონა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
  • გამართული მეტყველება

სამუშაო პირობები:
  • საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (პირველივე თვიდან) + ნავაჭრის პროცენტი.
  • სტაჟირება: 3 დღე (ანაზღაურებადი)
  • სამუშაო გრაფიკი: თქვენზე მორგებული გრაფიკი დღეებითა და საათებით (შეგიძლიათ კვირაში იმუშაოთ 10-20-30-40 საათი, თქვენი არჩევანიდან გამომდინარე).
  • თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მოქნილი საბონუსე სქემა;

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე info@epicalorie.shop ან გამოაგზვნეთ ელექტრონულად https://epicalorie.shop/career 

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.