უმცროსი ბუღალტერი
თარიღები: 17 ივლ - 15 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 1800
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Career@impel.ge
დეველოპერული კომპანია ,,IMPEL DEVELOPMENT'' ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ უმცროს ბუღალტერს, რომელიც იმუშავებს FMG ბუღალტრულ პროგრამაში და დაეხმარება ბუღალტრულ დეპარტამენტს ყოველდღიური ოპერაციების შესრულებაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მუშაობა FMG პროგრამაში;
  • საბანკო ოპერაციების შესრულება;
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
  • გადარიცხვების ფაილის წარმოება;
  • სხვა მიმდინარე ბუღალტრული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტრული ან ეკონომიკური მიმართულებით განათლება;
  • FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00;
ანაზღაურება: პირველი 3 თვე — 1500 (net) ლარი, 3 თვის შემდეგ — 1800 (net) ლარი;
პროფესიაში განვითარების და ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@impel.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: Career@impel.ge