ხარჯთაღმრიცხველი
2xP PRIORITY ALUMET
თარიღები: 17 ივლ - 15 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 2500
ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ - აღმრიცხველი ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: agobronidze@alumet.ge
ALUMET აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა - თბილისი
ანაზღაურება - 1500-2500 ლარი

სამუშაო მოვალეობები:
  • პოტენციური დამკვეთებისგან განფასებაზე დავალების მიღება.
  • ინჟინრების მიერ მოწოდებული ნახაზების და მასალების ჩამონათვალის შემოწმება დამკვეთის მოთხოვნებთან მიმართებაში, სახარჯთაღრიცხვო ფორმაში მოყვანა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების, სახეობის და მოწყობილობების სპეციფიკაციის შედგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების შედგენა (შეთავაზება, ხელშეკრულება, შესრულების აქტები, დეფექტური აქტები, ოფიციალური წერილი და ა. შ.);
  • საჭიროების შემთხვევაში სამუშაო გრაფიკების შედგენა;
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
  • სხვდასხვა ტიპის ანალიზის გაკეთება.
  • თვის ბოლოს ხელოსნების ხელფასების გამოთვლაში მონაწილეობის მიღება.
  • ანგარიშების წარდგენა გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
  • ანალიტიკური და მათემატიკური უნარები
  • MS Office, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა (MS Project ის ცოდნა სასურველია, გრაფიკების შესადგენათ)
  • საფასადე სამუშაოებში სამშენებლო და საინჟინრო პროცესებს შევასწავლით ადგილზე, მთავარია კანდიდატს ზოგად სამშენებლო პროცესებზე წარმოდგენა ქონდეს.
  • რუსული ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, კეთილგანწყობილი და დეტალებზე ორიენტირებული პიროვნება, შემდეგი უნარებით:
  • ანალიტიკური უნარები
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები
  • ტექნიკური უნარები
  • დროის მართვის უნარი
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: agobronidze@alumet.ge