წარმოების მართვის ოპერატორი

გარდაბანი სრული განაკვეთი ინვეტ ფიდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების მართვის ოპერატორის პოზიციაზე.  
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს. 
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება. 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00 საათი) 
ანაზღაურება: მზარდი კონკურენტული ანაზღაურება 
სამუშაო ადგილი: გარდაბანი 
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი 

ძირითადი მოვალეობები: 
  • წარმოების პროცესის ორგანიზება, ზედამხედველობა და პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა; 
  • დამტკიცებული გეგმის მიხედვით პროდუქტის წარმოების ორგანიზება; 
  • საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება; 
  • ცვლების გადაბარების პროცესის მონიტორინგი; 
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის მონიტორინგი; 
  • წარმოების მიმდინარე პროცესის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; 
  • ცვლის განმავლობაში წარმოებული პროდუქტის, მიღებული ნედლეულის და სხვა განხორციელებული სამუშაოების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალებში; 
  • წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია საწარმოო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office-ის (Word, Excel) Power Point ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების მცოდნე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა. 

პიროვნული თვისებები: 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 
  • მათემატიკური უნარ-ჩვევები. 
„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025  წლის 17 აგვისტომდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. 
გისურვებთ წარმატებებს!