არქიტექტორი
თარიღები: 17 ივლ - 15 აგვ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@sita.ge
კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა.

სიტა აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • საინტერესო და კომპლექსურ პროექტებს;
  • პროექტების მასშტაბებიდან გამომდინარე მოკლე დროში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქციები:
  • საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
  • არქიტექტურული ნახაზების რევიზია და ოპტიმიზაცია;
  • პროექტის შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების უწყისის შედგენა;
  • კონსულტაციების მიღება პროექტის მონაწილე სხვა დისციპლინების სპეციალისტებისგან;
  • საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება
  • არქიტექტურული ობიექტის ესკიზური პროექტის საფუძველზე სამუშაო პროექტის ნახაზის შესრულება;
  • არქიტექტურულ ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება;
  • რეპორტების მომზადება;
  • რეგულარული ობიექტის ვიზიტების მოწყობა/პროექტის პროგრესის კონტროლი

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
  • უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული);
  • საკომუნიკაციო ინგლისური ენა (მინ. B1);
  • ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • Revit ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ

ანაზღაურება - 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sita.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.