ბუღალტერი
თარიღები: 17 ივლ - 15 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@adwings.ge
კომპანია „Adwings“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ფეიქართა ქ. N14 (გლდანის ხიდებთან, მ/ს სარაჯიშვილთან ახლოს)
სამუშაო გრაგიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება).
შაბათს 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე.
ანაზღაურება: 1500 (ხელზე ასაღები).
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
  • სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება.
  • ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
  • მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
  • სამეურნეო და სარემონტო ხარჯების დარიცხვა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე;
  • გაწეული მომსახურებების პროგრამული დარიცხვა, ფაქტურების დადასტურება, გამოწერის მოთხოვნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის მიმართულებით.
  • ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების  შემთხვევაში მოგვწერეთ  მეილზე:  hr@adwings.ge გთხოვთ, სათაურის  ველში  მიუთითოთ  ვაკანსიის  დასახელება.