“კერხერ-საქართველო” წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე (ბათუმი).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელობა და მომხარებელზე ორიენტირებულობა;
- დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე:
Karcher.Vacancies@gmail.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
შპს "კერხერი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "კერხერი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!