HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, არაფორმალური განათლებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში, ერთ-ერთი კერძო სკოლისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- სკოლაში სხვადასხვა წრეების ორგანიზება და პროცესების ხელმძღვანელობა, ღონისძიებათა კალენდრის დაგეგმვა, შედგენა და ზედამხედველობა
- კლუბების(წრეების) ცხრილების შედგენა, პოტენციური მასწავლებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
- საჭირო ინვენტარსა და ლოჯისტიკის უზრუნველყოფა თითოეული წრის მუშაობისათვის
- კლუბების ჩატარების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი რეაგირება
- მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების ფარგლებში, დამატებით ღონისძიებათა და მომსახურებათა ხედვის ჩამოყალიბება და სტრატეგიული განვითარება
- კარიერული დაგეგმარების ფარგლებში უნივერსიტეტების საინფორმაციო ვიზიტების უზრუნველყოფა სკოლაში და მოსწავლეთა ვიზიტების დაორგანიზება სხვადასხვა უნივერსიტეტში
- მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა პროექტის, კონფერენციის, ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციის მოძიება, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოსწავლეებსა და მშობლებში
ძირითადი მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კოორდინატორის, პროექტების მენეჯერის პოზიციაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტში, ტრეინინგ ცენტრში, სკოლაში ან განათლების სამინისტრო
- MS Office ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნაც)
დამატებითი ინფორმაცია:- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00სთ
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: Recruitment13@hh.ge