Stratton Way აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტირების ლოჯისტის პოზიციაზე
შანსი იმუშაო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კანადურ-ამერიკულ კომპანიაში საქართველოში!
Stratton Way უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ავტომობილების ტრანსპორტირების ბაზარზე და ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური ლოჯისტიკური კომპანიაა რეგიონში.
ჩვენი მისია არის არა მხოლოდ ახალი თანამშრომლის შეძენა – არამედ ლიდერის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება შედეგზე და მზად არის რეალური გავლენა მოახდინოს ბიზნესზე.
ვინ გვჭირდება:
ვეძებთ მოტივირებულ, ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც:
- აქვს პრაქტიკული გამოცდილება Car Hauler-ის დისპეჩინგში (3 მანქანიანი ტრაილერების დატვირთვა).
- შეუძლია მართოს გუნდი და გამოავლინოს ლიდერული უნარ-ჩვევები.
- არის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მზად არის აიღოს ინიციატივა და მიიღოს რთული გადაწყვეტილებები.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურობას – ჩვენთვის თანამშრომლის კეთილდღეობა პრიორიტეტია.
- დროულ და გამჭვირვალე ანაზღაურებას.
ანაზღაურება:
- საწყის ეტაპზე: 3000₾+
- რამდენიმე კვარტალის შემდეგ: 8000₾+
- მუდმივად მზარდი საბონუსე სისტემა.
- პროფესიონალი, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
- კანადური სტანდარტით შექმნილი სამუშაო კულტურა, სადაც სიტყვა შესრულებული საქმით მტკიცდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- სწრაფვა პროფესიული ზრდისა და განვითარებისაკენ.
- კარგი კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
- პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა.
- კრიტიკულ სიტუაციებში გონივრული და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესდით?
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
შემოუერთდი Stratton Way-ის დიდ ოჯახს – აქ შენ გაქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ დასაქმდე, არამედ შექმნა მომავალი!
კანადური სტანდარტი – ქართული შესაძლებლობა.