ტრანსპორტირების ლოჯისტი
თარიღები: 18 ივლ - 16 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000 - 8000 +ბონუსი
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარშრუტის დაგეგმვა/ოპტიმიზაცია

Stratton Way აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტირების ლოჯისტის პოზიციაზე


შანსი იმუშაო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კანადურ-ამერიკულ კომპანიაში საქართველოში!

Stratton Way უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ავტომობილების ტრანსპორტირების ბაზარზე და ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური ლოჯისტიკური კომპანიაა რეგიონში.

ჩვენი მისია არის არა მხოლოდ ახალი თანამშრომლის შეძენა – არამედ ლიდერის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება შედეგზე და მზად არის რეალური გავლენა მოახდინოს ბიზნესზე.

ვინ გვჭირდება:
ვეძებთ მოტივირებულ, ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც:

  • აქვს პრაქტიკული გამოცდილება Car Hauler-ის დისპეჩინგში (3 მანქანიანი ტრაილერების დატვირთვა).
  • შეუძლია მართოს გუნდი და გამოავლინოს ლიდერული უნარ-ჩვევები.
  • არის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მზად არის აიღოს ინიციატივა და მიიღოს რთული გადაწყვეტილებები.

რას გთავაზობთ:
  • სტაბილურობას – ჩვენთვის თანამშრომლის კეთილდღეობა პრიორიტეტია.
  • დროულ და გამჭვირვალე ანაზღაურებას.

ანაზღაურება:
  • საწყის ეტაპზე: 3000₾+
  • რამდენიმე კვარტალის შემდეგ: 8000₾+
  • მუდმივად მზარდი საბონუსე სისტემა.
  • პროფესიონალი, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
  • კანადური სტანდარტით შექმნილი სამუშაო კულტურა, სადაც სიტყვა შესრულებული საქმით მტკიცდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • სწრაფვა პროფესიული ზრდისა და განვითარებისაკენ.
  • კარგი კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა.
  • კრიტიკულ სიტუაციებში გონივრული და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესდით?
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი


შემოუერთდი Stratton Way-ის დიდ ოჯახს – აქ შენ გაქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ დასაქმდე, არამედ შექმნა მომავალი!
კანადური სტანდარტი – ქართული შესაძლებლობა.