გამანაწილებელი ქსელის სამსახურის დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების ოსტატი
1xP PRIORITY თელასი
თარიღები: 18 ივლ - 29 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა:  ენერგეტიკა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@telasi.ge
სააქციო  საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე  ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების ოსტატის თანამდებობაზე 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ტექნიკური (პროფილური) განათლება ან საშუალო პროფესიული (ტექნიკური) განათლება; 
  • უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა; 
  • ანალოგიური სპეციალობით   მუშაობის მინიმუმ 2  წლიანი გამოცდილება; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS word 
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი. 
   
თანამდებობრივი მოვალეობები: 
  • საექსპლუატაციო რაიონის/უბნის დაქვემდებარებაში მყოფი საჰაერო ელ. ქსელის გამართული და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფაში მონა 
  • წილეობა. 
  • ს/ქ-ში შემავალი და ს/ქ-დან გამავალი საჰაერო და საკაბელო ქსელის შემოვლა-დათვალიერების გრაფიკის შედგენა და კონტროლი. 
  • საექსპლუატაციო რაიონის/უბნის დაქვემდებარებაში მყოფ ელ. ქსელში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გრაფიკის  მომზადება. 
  • მუშაკების მიერ ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი, ოპერატიული გამოვლენა და მათი დარღვევის მიზეზის აღმოფხვრა. 
  • მონაწილეობის მიღება ახალი ან არსებული ტექნოლოგიური პროცესების და რეჟიმების სრულყოფაში, ასევე საწარმოო გრაფიკების შედგენაში. 
  • ბრიგადების ფორმირება (მათი რაოდენობრივი, ხარისხობრივი და პროფესიული შემადგენლობა), ბრიგადების რაციონალური მომსახურების ღონისძიებების დანერგვა და მათი მუშაობის კოორდინაცია. 
  • ცალკეული მუშაკებისათვის (რომლებიც არ შედიან ბრიგადის შემადგენლობაში) და  ბრიგადებისათვის საწარმოო დავალებების შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება, დამტკიცებული საწარმოო გეგმა- გრაფიკისა  და მიღებული დავალებების შესაბამისად. 
  • საექსპლუატაციო რაიონის/უბნის სწორი და რიტმული მუშაობისთვის საორგანიზაციო დანადგარებისა და ტექნიკის აღჭურვილობის, საწარმოო ფართობების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა. 
  • დაქვემდებარებული მუშაკების მიმდინარე ინსტრუქტაჟი. 
  • შრომისა და საწარმოო დისციპლინის დაცვის კონტროლი დაქვემდებარებულ პერსონალზე. 
  • უსაფრთხოების ტექნიკის წესების ცოდნის პერიოდული შემოწმებისა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის გავლა, დირექტიული დოკუმენტებით დადგენილი ვადების შესაბამისად. 
 

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge  2025 წლის 29 ივლისის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.