ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 18 ივლ - 15 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
TOP მენეჯმენტი:  ტექნიკური დირექტორი/CTO
ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს.
უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.  
 
„არქი“-ში ვეძებთ  ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება; 
  • სამშენებლო პროცესის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიური ციკლის განსაზღვრა; 
  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლის მექანიზმების შექმნა და დანერგვა; 
  • სამშენებლო მასალების, პროცესების და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა; 
  • სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება, შესაბამისი სამშენებლო ნორმატიული აქტების გათვალისწინებით; 
  • არქიტექტურული ნაწილის პროექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, საპროექტო ჯგუფის კონსულტირება ტექნიკურ საკითხებში; 
  • სამშენებლო და საინჟინრო პროცესის მონიტორინგი; 
  • რეგულარული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით; 
  • აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  • MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.