ხარისხის კონტროლის მენეჯერი
თარიღები: 03 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: tchokhonelidze@tbilvino.ge

სს „თბილღვინო“  აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

ასაკი: 25 წლიდან    40 წლის ასაკამდე.  

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.

ვაკანსიის რაოდენობა: 1

გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2018 – 31.12.2018-მდე.

ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

მიზანი:

პროდუქტების და კომპანიის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით პოტენციური/არსებული  დარღვევების დროული გამოვლენა.

 

ამოცანები:

  • ხარისხის კონტროლის მექანიზმების და სისტემების განვითარება;
  • ხარისხში პოტენციური დარღვევების/შესაძლო გადახრების  წინასწარი გამოვლენა და პრევენცია;
  • ხარისხის მხრივ არსებული დარღვევების დროული გამოვლენა და რეაგირება.

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • ყურძნის ხარისხის, ღვინის წარმების და შენახვის, წარმოების სივრცეების და დანადგარების ხარისხის კონტროლის მეთოდების და მიდგომების დახვეწა-განვითარება.
  • უცხოური და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა ხარიხსის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით.
  • წარმოებაში გეგმიური და წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და ხარიხსის სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი.
  • ვენახის მოვლის კონტროლი, შერჩევითი საკონტროლო ვიზიტების განხორციელება და პრობლემების გამოვლენა.
  • რთველის პროცესის მონიტორინგი და ხარიხსის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
  • ლაბორატორიული ანალიზების შედეგების გაცნობა, დარღვევებზე რეაგირება.
  • კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა
  • HACCP -ის გუნდის ორგანიზება და მართვა.
  • ახალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინაცი.ა
  • მანქანა დანადგარების, საწარმოო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი, რეცხვა-დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტრილი. პრობლემების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა.
  • საწარმოში არსებული ხელსაწყოების სასწორების, თერმომეტრების და ა.შ. მუშაობის სიზუსტის  კონტროლი, შესაბამისი მონაცემთა ჩანაწერების წარმოების კონტრილი.
  • მიღებული დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლი ფორმების წარმოება და არსებულ დარღვევებზე შესაბამისი ფორმების წარმოება და მათი გამოსასწორებელი გზების გატარების კონტროლი.
  • საწყობის ტენიანობის, ტემპერატურის და სინათლის კონტროლი, უცხო პირთა შესვლის კონტროლი.
  • საბოლოო პროდუქტების ვიზუალოს, დიზაინის შემოწმება და დარღვევების გამოვლენა.
  • ჩამოსხმული პროდუქციის შენახვის პირობების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა.
  • წარმოების მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის  კონტროლი, სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი. წარმოების შემდგომ დანადგარების რეცხვის და წმენდის სტანდარტების დაცვის კონტროლი
  • პერსონალის მიერ სტანდარტების ცოდნის შემოწმება და დაცვის კონტროლი
  • ოქმების შედგენა ხარიხსთან დაკავშირებულ პროლემებზე და წარდგენა ხარისხის მართვის და განვითარების საბჭოზე

 

პასუხისმგებლობები:

  • ხარისხის კონტროლის არასათანადო და გაუმართავი მექანიზმების შედეგად გამოწვეულ ზიანზე;
  • წარმოებაში არსებული პრობლემების ვერ ან გვიან გამოვლენით მიღებულ ზარალზე;
  • გამოვლენილ დარღვევებზე არაადექვატური რეაგირებით მიღებულ ზარალზე;
  • გამოვლენილი პრობლემების შესახებ თანამშრომლებისათვის დაგვიანებული/არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ ზარალზე;
  • დაკისრებული ფუნქციების არასრულად, არასათანადო ხარისხით, არადროულად შესრულებაზე;
  • ხელმძღვანელობისათვის ან სხვა ერთეულისთავის მისაწოდებელი ინფორმაციის დაგვიანებით, არაზუსტად მიწოდებაზე;
  • კომპანიისათვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციი გადაცემაზე და ამით წარმოქმნილ ზიანზე;
  • მის განკარგულებაში ან სარგებლობაში არსებული რესურსების, ინვენტარის, ძირითადი საშუალებების არასათანადო ექსპლუატაციაზე, უდიერად მოპყრობაზე, გაფლანგვაზე;
  • დასახული მიზნის მისაღწევად წინასწარ დაგეგმილი, განსახორციელებელი აქტივობების შეუსრულებლობაზე;
  • შრომითი ხელშეკრულებით გათვაილსწინებული პირობების, კომპანიის შინაგანაწესის თუ საქართველოს კანონმდებლობით დარღვევაზე და ამით გამოწვეულ ზიანზე.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება: უმაღლესი
  • აღნიშნულ სფეროში ანალოგიურ თანამდებობაზე სამუშაო გამოცდილება: 1 წელი (სასურველია ღვინის ან კვების მრეწველობის სფეროში)
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, Outlook, PowerPoint, Internet
  • დეტალებზე ორიენტირებული, გაწონასწორებული, არაკონფლიქტური და შრომისმოყვარე.
  • ISO-ს მართვის სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.   

        

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი  CV /რეზიუმე   გამოაგზავნოთ  2018 წლის  31 დეკემბრამდე,  შემდეგ მისამართზე: tchokhonelidze@tbilvino.ge

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ტურფა ჭოხონელიძე   (599) 24 22 64;     ტელ: 265 33 82.

მის:ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის გამზ. 2,  

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV