16 ოქტ - 14 ნოე
სტანდარტი
აუდიტის გარიგების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 1-დან 2 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • ენები: ინგლისური
აუდიტორული კომპანია ,,ინტელექტ-აუდიტი“ აცხადებს ვაკანსიას აუდიტის გარიგების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • შესაბამისი/საჭირო საკითხების დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დელეგირების გზით კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დამოუკიდებლად ჩატარება;
  • შედარებით მარტივი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროექტების დამოუკიდებლად ჩატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში მთავარი სამუშაო ფაილის აწყობა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება;
  • პროექტის დადოკუმენტირების პროცესის ხელმძღვანელობა, შესაბამისი პასუხისმგებლოის აღების პირობებში;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა/მათთვის ადეკვატური დავალებების გადანაწილება/სწავლება, იმგვარად რომ პროექტი შეთანხმებულ დროში დასრულდეს;
  • შესაბამისი გარემოებიდან/გარიგებიდან გამომდინარე რისკის შეფასება და შესაბამისი საპასუხო პროცედურების განსაზღვრა. ამ პროცედურების თაობაზე აუდიტის გუნდების წევრების ინფორმირება.
  • ერთდროულად რამდენიმე გარიგებისა და გარიგების გუნდის მართვა/ხელმძღვანელობა; გარიგების დასრულებისას ეტაპზე, თანამშრომლებისთვის აუდიტის შესაბამისი შედეგებისა და მათი ანალიზის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
  • უფროსი აუდიტორების ცოდნის დონის, უნარებისა და შესაძლებლობების გაგება და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს (შესაბამისი პროცესის) მონიტორინგი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შედეგების მიმოხილვა/ანალიზი, ასევე მათი სამუშაო ეფექტურობის, მოსწრების, პროდუქტიულობის, ხარისხის შესახებ ანგარიშის მომზადება და ზემდგომისთვის (პარტნიორი, დირექტორი) წარდგენა.
  • გარიგების ჯგუფში შემავალი უფროსი აუდიტორების და აუდიტორის ასისტენტების ხელმძღვანელობა/ზედამხედველობა; საველე სამუშაოების ზედამხედველის და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობების, მონიტორინგის განხორციელებისა და შესაბამისი პირების პროდუქტიულობის, ასევე თითოეულ გარიგებასთან/დავალებასთან მიმართებაში სამუშაო გეგმის/გრაფიკის დაცვის შესახებ, ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოების შეასრულება.
  • მიმდინარე წლის აუდიტორულ გარიგებაზე შესაბამისი გავლენის მოცულობის სათანადოდ შეფასების უზრუნველსაყოფად, დამკვეთის ბიზნესში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამკვეთთან შესაბამისი პერიოდის განმავლობაში მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება.
  • უახლესი ცვლილებების საქმის კურსში ყოფნა, რამეთუ ისინი გავლენას ახდენენ ფასს-ზე და კომპანიის სტანდარტებსა თუ პოლიტიკებზე.
  • გაწეული მომსახურების შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA, IFRS), ფირმის პოლიტიკებთან და ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ან უფროსი აუდიტორის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება.
  • Excel-ის ცოდნის მაღალი დონე.
  • ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე.

საჭირო უნარები:
  • ფინანსური ანგარიშგების და ასევე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში შესაბამისი საკითხის მოძიების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მუშაობის უნარი;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება "აუდიტის გარიგების მენეჯერი"
ელ.ფოსტა: info@intellectaudit.ge

ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები