შემდეგი
17 ოქტ - 15 ნოე
სტარტი
შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.infodesk1@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია შესყიდვებიშესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
დეველოპმენტ კომპანია ეძებს შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ძირითადი მოვალეობები:
- დეპარტამენტის სამუშაო პროცესის კოორდინაცია, სამუშაოს დაგეგმვა, დეპარტამენტის მუშაობისთვის საჭირო პროცესების, ხერხების და მეთოდების ჩამოყალიბება;
- შესყიდვების პოლიტიკის და პროცედურების ჩამოყალიბება;
- შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობის კოორდინირება;
- შესყიდვების დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან;
- შესყიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური, კომერციული და იურიდიული ასპექტების განხილვა პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში;
- პროექტების დეტალური შესყიდვების გეგმისა და მომარაგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, შესყიდვებისთვის, მომარაგებისთვის საჭირო სახსრების არსებობის განსაზღვრა სხვა დეპარტამენტებთან ერთად;
- შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის დაგეგმვა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში, ბაზრის კვლევა და კვლევის შედეგების ანალიზი;
- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმება; ტენდერის პროცედურების კოორდინაცია;
- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშების და ოქმების შემოწმება; ამგვარი ოქმების მომზადება საჭიროებისამებრ;
- საკონტრაქტო მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
- შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების და წარდგენის უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ;
- საწყობის მიმართულების ხელმძღვანელის მართვა;
- საწყობის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა/მართვა;
- სასაწყობე განლაგების სწორად დაგეგმარება და მონიტორინგი;
- საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების სისწორის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროცედურების განსაზღვრა საწყობის ხელმძღვანელთან ერთად;
- პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის გამართვა და უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან დაახლოებულ სფეროში;
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, აქედან მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება დეველოპმენტში, სამშენებლო ან ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვებში;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.infodesk1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები