11 ნოე - 30 ნოე
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მართვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 400
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
- კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობის მიღება;
- სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
- მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
- სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირებაში მონაწილეობა;
- სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრაში ჩართულობა;
- მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და ხვ.) წარმომადგენლებთან;
- სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
- პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.
სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 25-30 სთ)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით
ანაზღაურება: 400 ნეტ ლარი
თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
სამშენებლო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
