დღეს - 11 დეკ
სტანდარტი
გრაფიკული დიზაინერი
თბილისი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@cth.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - ენები: ინგლისური
შემოგვიერთდი CTH -ს გუნდში! თბილისი | სრული განაკვეთი | გრაფიკული დიზაინერი
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM კი შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული, პარტნიორები ჰყავს „გალფი“-სა და „დე სე თე“-ს ქვეყნებში და მუშაობს ბ2ბ მიმართულებით.
ვეძებთ კრეატიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გრაფიკულ დიზაინერს, რომელსაც უყვარს ესთეტიკა, მოგზაურობა და თანამედროვე ბრენდის ვიზუალური განვითარება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა №14 (სტამბა)
სამუშაო დრო: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 მდე;
შრომის ანაზღაურება: ანაზღაურება დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებაზე;
თუ გჯერა, რომ დიზაინით შეგიძლია ინსპირაცია გაუჩინო სხვებს, ჩვენ სწორედ შენ გეძებთ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური მედიის ვიზუალური მასალების მომზადება;
- ბუკლეტების, პრეზენტაციებისა და სარეკლამო მასალების დიზაინი;
- ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა და განვითარება;
- მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების ვიზუალური იდენტობის შესამუშავებლად;
- ახალი, კრეატიული იდეების შექმნა და განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში;
- Adobe Photoshop-ის, Illustrator-ის და Canva-ს ცოდნა (After Effects ჩაითვლება უპირატესობად)
- ვიზუალური გემოვნება და კრეატიული აზროვნება;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად ამოცანების შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროის ეფექტური მართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ პორტფოლიო და CV შემდეგ მისამართზე: hr@cth.ge
Subject ველში მიუთითეთ: გრაფიკული დიზაინერი
ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები
