08 დეკ - 23 დეკ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
"შინაური" აცხადებს ვაკანსიას მოლარე -კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში, შინაურის გლდანის ფილიალში.
კომპანიის შესახებ:
„შინაური” 2020 წელს დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტად ამარაგებს საქართველოში მოქმედ სავაჭრო ქსელებს, რესტორნებსა და სასტუმროებს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი ღორის ხორცით.
2024 და 2025 წელს გაიხსნა „შინაურის“ მაღაზიის სამი ფიალიალი თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ხოლო დაგეგმილია მაღაზიების გახსნა ბათუმსა და თბილისის 2 დამატებით უბანში. 2026 წელს ვგეგმავთ პროდუქტის დივერსიფიცირებასა და გეოგრაფიულ გაფართოებას საქართველოს მასშტაბით, რომ შევქმნათ წარმატებული და ძლიერი სავაჭრო ქსელი, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად მიაწვიდის პროდუქტს მომხმარებელს.
ჩვენ ვართ მზარდი, მაგრამ შეკრული გუნდი, რომელშიც ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა, ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს კომპანიაში თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ შრომა და ინიციატივები უნდა დაფასდეს და პროფესიული განვითარება უნდა წახალისდეს. ჩვენი მენეჯმენტი ყოველთვის მზადაა თანამშრომლების მოსასმენად, კოლეგები კი მხარდასაჭერად.
თუ ეძებთ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი ძალისხმევა და ინიციატივები დაფასდება, ხოლო თქვენი ზრდა პრიორიტეტი იქნება, შემოგვიერთდით, ერთად გავიზარდოთ!
მაღაზიის პროფილი: ნედლი ხორცის, ხორც-პროდუქტებისა და ჯანსაღი სურსათ-სანოვაგის მაღაზია.
შეთავაზება:
- სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე, 9:00 სთ - 21:00 სთ.
- ანაზღაურება: დარიცხული 1,300 ლარი (გადასახადების და საპენსიოს გარეშე, ხელზე ასაღები 1,000 ლარი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
- პროდუქციის მიღება, დახარისხება, აღწერა, ნაშთების მართვა და ახალი შეკვეთის გაფორმება
- პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი
- სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
- მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
კვალიფიკაცია:
- მაღაზიაში მოლარე/ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება.
- გაყიდვების და სასაწყობე პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია/თუმცა არა აუცილებელი:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0
