განცხადების სრული ტექსტი

სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: უსაფრთხოების თანამშრომელს

ფუნქციები და მოვალეობები:
  • წესრიგის და უსაფრთხოების წესების გაკონტროლება სასტუმროში და მის გარე პერიმეტრზე;
  • სასტუმროში არსებულ სიტუაციაზე სრული ინფორმაციის ფლობა;
  • ნებისმიერ უსაფრთხოების წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • თანამშრომლების მხრიდან სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • განსაზღვრული პერიოდულობით ობიექტის შემოვლის განხორციელება;
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, ხარვეზის დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.

საჭირო უნარები:
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ყურადღება დეტალებისადმი;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;
  • გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვაუსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი,სტუმართმოყვარეობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები