სტანდარტი 

ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:office@horizonsbatumi.com
განცხადების სრული ტექსტი
სამშენებლო კომპანია "ჰორიზონს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციებზე არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ორგანიზების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, ოპერატიული მოქმედების უნარი.
- პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა.
- სამშენებლო მასალების ცოდნა
- სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მასალების მიღება და შესაბამისი აღრიცხვა.
- საწყობიდან მასალების გამოთხოვის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა.
- საწყობში მასალების სისტემატიზაციის შემუშავება და შესაბამისი სააღრიცხვო სისტემის შექმნა.
- საწყობში არსებულ მასალათა მდგომარეობის და დაცულობის ხარისხის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
- სასაწყობო მარაგის აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი.
- მისაღები/გასაცემი მასალების დასაწყობების ადგილისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დაგეგმვა/განხორციელების ზედამხედველობა და კონტროლი.
- სასაწყობო მეურნეობის განვითარების მიზნით გეგმებისა და წინადადებების მომზადება, მათი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
- სასაწყობო მეურნეობის ანგარიშის მომზადება.
- სხვა ვალდებულებების შესრულება სასაწყობე მეურნების ამოცანებიდან გამომდინარე.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო:
- მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
- მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები:
- ქართული