განცხადების სრული ტექსტი

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სავაჭრო ცენტრში - "თბილისი მოლი"

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.

დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
  • პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):
  • საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1300 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით;
  • დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით.
  • მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას;

სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალი:
ქ. თბილისი
  • სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
  • სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“
  • სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.
  • სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"
  • სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
  • სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
  • სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
  • მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)
  • აღმაშენებლის გამზ. 144
  • ვაჟა-ფშაველას 26.
  • პეკინის გამზ. 25
  • ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/Dmy4Y

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი,გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობასამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები