სტანდარტი 10 ნოე - 26 ნოე

გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით

საქართველოს მასშტაბით
თბილისი
სტანდარტი

განცხადების სრული ტექსტი

„სანდომი“ მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ფხვიერ და შოკოლადიან საკონდიტრო ნაწარმს და საქართველოს მასშტაბით 9 000-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი.

კომპანიის პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტაცია, მუდმივი განვითარება და გუნდური მუშაობა. „სანდომი“ დანერგილი ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლს.

პოზიციის შესახებ
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი - TT (Traditional Trade) მიმართულება

სამუშაო პირობები
  • ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები;
  • ოფისი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი N6;
  • გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი;
  • ანაზღაურება: 3 000 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ);
  • კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილითა და საწვავით.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
  • TT მიმართულებით გაყიდვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების გუნდის მართვა, დავალებების განაწილება და შედეგების შეფასება;
  • გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
  • დისტრიბუციის პროცესის მონიტორინგი;
  • დებიტორული დავალიანებებისა და დაბრუნებების კონტროლი;
  • არსებული პარტნიორების განვითარება და ახალი სავაჭრო ობიექტების მოზიდვა;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
  • პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
  • გაყიდვების გეგმებსა და KPI-ებთან მუშაობის გამოცდილება;
  • FMCG სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office-ის, ასევე რომელიმე საარღიცხვო პროგრამის კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო კომპეტენციები
  • ლიდერობა და გუნდის მოტივირების უნარი;
  • კომერციული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ბონუსურ სისტემას;
  • სამსახურებრივ ავტომობილსა და საწვავს;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.


ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს, უზრუნველყოფს გაყიდვების პროცესების ეფექტიან მართვას და მიმართულების განვითარებას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/CtFIUWq

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 3000 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
საწვავის ხარჯების ანაზღაურება,კომპანიის ავტომობილი,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 3 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები