განცხადების სრული ტექსტი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საკუთრებაში მყოფი მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
  • საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა;
  • ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
  • ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • დირექტორის მხრიდან სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;
  • საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • მაღალი კორპორატიული კულტურა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • გრაფიკი: 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • FitPass;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xMF9Uzhe

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 3 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები