კომერციული დირექტორი
თბილისი
საკვები-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია
ვიპ ![]()
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:geo.aleksandre4@gmail.com
განცხადების სრული ტექსტი
საკვები-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- სტრატეგიული მართვა: კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი; ბაზრის პოტენციალის, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პარტნიორობების იდენტიფიცირება;
- გაყიდვების სისტემების მართვა: გაყიდვების პროცესების მუდმივი მონიტორინგი, მათი ოპტიმიზაცია და CRM სისტემების ეფექტიანი გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის;
- მარკეტინგის მართვა და განვითარება: მარკეტინგული გუნდის ფორმირება (აყვანა), მათ შორის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (Head of Sales) შერჩევა, აყვანა და ხელმძღვანელობა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ბრენდის ეფექტიანი პოზიციონირება ბაზარზე;
- კონტროლი და ოპტიმიზაცია: კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი, დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
- გაყიდვებზე ორიენტირება: გაყიდვების გეგმის შესრულებაზე და შედეგების ზრდაზე აქტიური ფოკუსირება;
- პარტნიორობა: რეალტორებთან, სააგენტოებთან და მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობების აქტიური მართვა გაყიდვების ზრდის მიზნით.
დამატებითი ინფორმაცია:
მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მართვაში;
- გაყიდვების პროცესების შექმნისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
- CRM სისტემების მართვის გამოცდილება;
- გაყიდვების გუნდის ფორმირებისა და მართვის გამოცდილება;
- უცხო ენების: ინგლისური სავალდებულო; რუსული
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა
გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე: geo.aleksandre4@gmail.com (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
კომერციული სტრატეგია,კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო:
- სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები):
- არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები:
- ინგლისური,რუსული