განცხადების სრული ტექსტი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ გაყიდვების ადმინისტრაციულ სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • აქტიური კომუნიკაცია ყველა ჩართულ მხარესთან, პროექტებთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციის მოძიებისა და გაყიდვების თანამშრომლების ინფორმირების მიზნით;
  • გაყიდვების, შემოსული ზარების, ლიდების, სხვადასხვა ტიპის კონვერტაციის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგებების წარმოება;
  • მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფა;
  • რეპორტების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
  • მონაცემების დამუშავების მეთოდის, ფორმის შესახებ იდეების გენერირება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
  • გაყიდვებთან და სერვისებთან დაკავშირებული, ყველა ტიპის მონაცემის მონიტორინგი, შეცდომების იდენტიფიკაცია, გამოსწორების გზების შესახებ იდეების გენერირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია Microsoft Office-ის ცოდნა;
  • სასურველია CRM -ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირებაგაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირებაგაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები