განცხადების სრული ტექსტი

კომპანია საბუდარა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

მდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინტიტუტის მოპირდაპირე მხარეს)
Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუქა თვალსაჩინოებისთვის.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 ან 09:30-18:30; ანაზღაურება: 2000-2500 ლარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
  • დეკლარირების მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
  • ASYCUDA სისტემის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • შემოსავლების სამსახურის შესაბამის პროგრამებში მუშაობის ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • უცხოელ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა,
  • შეკვეთის მიღება;
  • საბაჟო დეკლარაციების მომზადება (ექპორტ-იმპორტის) დეკლარაციების მომზადება;
  • საბაჟო სამსახურისათვის (ექპორტ-იმპორტთან დაკავშირებული) დოკუმენტაციის მომზადება;
  • ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ექპორტირებული/იმპორტული საქონლის ანალიზი და ანგარიშგების წარმოება; პროდუქციის შეკვეთა;
  • ტრანსპორტირების ორგანიზება და მონიტორინგი;
  • მომწოდებლებისგან პროდუქციის საბუთების ასლების მიღება, გაცნობა და მათი სისწორის დადასტურება;
  • საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის (ფიტო და ვეტერინარული) მართვა და კონტროლი;
  • განბაჟების განხორციელება;
  • ხელმძრავნელის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება (პოზიციის შესაბამისი საქმიანობის ირგვლივ).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ განვითარებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კვებას საწარმოს ხარჯზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას საწარმოს ხარჯზე;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ელ.ფოსტა: Sabudara2005@gmail.com ტელ: +995551346555 / +995599502286

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები