განცხადების სრული ტექსტი

გასართობი ცენტრი „აპურიკი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე:რეკვიზიტორის / ანიმატორის დამხმარე

დიასახლისი:
ძირითადი მოვალეობები:
  • გასართობი სივრცის, სამზარულოს და დაბადების დღის ოთახების დალაგება;
  • სისუფთავის მუდმივად კონტროლი ყველა სივრცეში.
  • საერთო სივრცეების მოწესრიგება;
  • სველი წერტილების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • დაბადების დღის დასრულების შემდეგ სივრცის სწრაფად და ხარისხიანად მოწესრიგება;
  • ჭურჭელი ( ნაწილობრივ)

ჩვენგან:
  • სტაბილური სამუშაო;
  • მეგობრული და სასიამოვნო გარემო;
  • დროული ანაზღაურება;
  • კვება/სხვა პირობები — შეთანხმებით.

სასურველი უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
  • ბავშვებთან დაკავშირებულ გარემოში მუშაობის სურვილი
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ადგილმდებარეობა: ფარნავაზ მეფის 51
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
10:00 დან ან 11-00 დან 18:00 ან 19:00 მდე, მეორე დღეს 15:00დან 22:30 მდე
ანაზღაურება: 1 400 ლარი

რეკვიზიტორი / ანიმატორის დამხმარე:
ძირითადი მოვალეობები:
  • დაბადების დღეების მიმდინარეობისას ანიმატორის დახმარება
  • დაბადების დღის დაწყებამდე დეკორაციებისა და რეკვიზიტების მომზადება და განლაგება
  • სხვადასხვა თემატური რეკვიზიტის მორგება და გამოყენება — მაგალითად: რობოტი, სპაიდერმენი და სხვა პერსონაჟები
  • საჭიროების შემთხვევაში პერსონაჟის ფორმაში ყოფნა და ბავშვებთან აქტიური ჩართულობა
  • ანიმატორისთვის საჭირო ნივთებისა და რეკვიზიტების დროულად მომზადება
  • ღონისძიების დროს გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობა

სასურველი უნარები:
  • ენერგიულობა და ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
  • ფიზიკური აქტიურობა
  • სასურველია ცეკვის კარგი ცოდნა ან მოძრაობის/ქორეოგრაფიის მარტივად ათვისების უნარი
  • გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის.

სამუშაო გრაფიკი: დამოკიდებულია დაბადების დღეების ჯავშნებზე.
ადგილმდებარეობა: ფარნავაზ მეფის 51
ანაზღაურება: 900 ლარი და ბონუსი
თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და გიყვარს ბავშვებთან მუშაობა — „აპურიკი“ გელოდება!

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში https://www.facebook.com/share/19UgB761w4/?mibextid=wwXIfr ან დაგვიკავშირდით: +995596225599
„აპურიკი“ — ადგილი, სადაც ბავშვები ერთობიან, ჩვენ კი სისუფთავესა და კომფორტზე ვზრუნავთ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
დასუფთავება დალაგება/დასუფთავებატურიზმი/გართობა სხვა
ინდუსტრია / სფერო:
გასართობი გასართობი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
დასუფთავება დალაგება/დასუფთავებატურიზმი/გართობა სხვა
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
გასართობი გასართობი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები